თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმში გამოფენა-პერფორმანსი „პალიტრა-ინტეგრაცია“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქალაქ მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხალიჩები და ფერწერული ნამუშევრები, სამხატვრო აკადემიაში აღდგენილი ტექნოლოგიით შექმნილი ქართული ტრადიციული „ლურჯი სუფრა“ და დეკორატიული ტექსტილი. სტუმრები ასევე გაეცნენ „ბორჩალოს ხალიჩის“ დაზგაზე ქსოვის ტექნიკას და შესაძლებლობა მიეცათ ამ პროცესში მონაწილეობა მიეღოთ.