კრაკოვის ეროვნული მუზეუმი საქართველოსადმი მიძღვნილ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა, „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ 18 აპრილს პოლონეთში, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, გაიხსნება. ექსპოზიცია ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს გააცნობს. დაგეგმილია ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედების წარმოჩენაც. პირველად გამოიფინება პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი თუ ხელნაწერი. გამოფენაში მონაწილეობას 14 ქართული მუზეუმი მიიღებს.
ის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.