„გზა მომავლისკენ“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც სახვითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი. ექსპოზიცია პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 99-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით იმართება. გამოფენა ედუარდ შევარდნაძის ოჯახისა და აზერბაიჯანის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევითაა ორგანიზებული და წარმოდგენილია ორი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობის ამსახველი ისტორიული ფოტოები. საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს 11 მაისიდან მიიღებს.
დღეს ხელოვნების მუზეუმში სპეციალური სტუმრები, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან მიწვეული.