„საშობაო ზღაპარი“, -ამ საყელწოდებით გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა პარლამენტში.
გამოფენაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარების საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები წარმოადგინეს. ღონისძიების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქების დახმარება. პარლამენტში ღონისძიება განათლების კომიტეტისა და მშობელთა ორგანიზაციის, „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ინიციატივით გაიმართა.