„უსათაუროდ“ – ასე ჰქვია ორი თანამედროვე მხატვრის გამოფენას, რომელიც „გალერეა ნოვოში“ გაიხსნა. როკო ირემაშვილისა და ეკატერინე თოთლაძის ერთობლივი ექსპოზიცია დამთვალიერებელს თავისუფალი აღქმისა და ინტერპრეტაციის საშუალებას უტოვებს. ნამუშევრები სხვადასხვა ტექნიკითაა შექმნილი. გამოფენა 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.