ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა ოფენბახის შრიფტის მუზეუმში 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურული პროგრამის შემადგენელი პროექტია, რომელიც 170-მდე უნიკალურ ექსპონატს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს. კოლექციაში ასევე წარმოდგენილია XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები.