ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის, “ლაღიძის წყლების” თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
“მოითხოვე ყველგან” – ეს არის გზავნილი, რომელმაც 50-მდე არტისტი გააერთიანა. 1906 წელს, აკაკი წერეთლის რჩევითა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით შექმნილი გამაგრილებელი სასმელი, რომლის ავტორიც მიტროფონე ლაღიძე იყო, სულ მალე თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა.
თათია კუჭუხიძე ესწრება გამოფენის გახსნას პირდაპირ ეთერში.