გამოფენა ეროვნულ არქივში

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველი გენერლის და საზოგადო მოღვაწის მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოები საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს.

დამთვალიერებელი პირველად ნახავს გიგლო ყარალაშვილის ფოტოკოლექციას, რომელიც საქართველოსთან ერთად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის ამსახველ სურათებსაც აერთიანებს. ეროვნული არქივის საცავებში დაცული და ახლა პავილიონში გადატანილი ფოტოები დედაქალაქის რამდენიმე უცნობ ადგილსაც გვაცნობს.

ფოტოკოლექცია ევროპის ქვეყნების ყოველდღიურ ცხოვრებასთან ერთად იმ პერიოდის სამხედრო მოვლენებსაც ასახავს. დამთვალიერებელი გამოფენის ფარგლებში 3D ფორმატის ფოტოებსაც იხილავს. ექსპოზიცია ეროვნულ არქივში 20 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი.