გამოფენა „დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები“

„დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები – სოფელი კეხვი“ – ამ სახელწოდებით გამოფენა გორის ხელოვნების სახლში იმართება.

ოკუპირებულ სოფელზე კვლევის ავტორი, ორგანიზაცია „ლურჯი ფარია“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები კი ლიახვის ხეობის ყველაზე დიდი სოფლის ისტორიას ასახავს. გამოფენა სოფლის ტრადიციებს, კულტურას და სოფლიდან იძულებით წასული ადგილობრივების ისტორიებსაც აერთიანებს. გამოფენით პროექტის ერთი ეტაპი სრულდება. კვლევის შემდეგი ობიექტი კი სოფელი ქურთაა.