ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 39-ე წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას ბავშვთა სურათების გალერეამ უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარდგენილი იყო ქართველი და ირანელი ბავშვების ნამუშევრები. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში რამდენიმე დღე დარჩება.
გამოფენა უკვე მეათედ ეწყობა და ქართველი და ირანელი ბავშვების დამეგობრებას ისახავს მიზნად.