„აბრეშუმის გალერეაში“ ხათუნა ჯიბლაძის, გიორგი ბადრიძისა და ნონო ანდღულაძის ერთობლივი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით – „დასაწყისი“, განსხვავებული ხელწერით შესრულებულ ათეულობით ნამუშევარს აერთიანებს. მათ შორისაა პორტრეტები, ილუსტრაციები და ფერწერული ტილოები. გამოფენა, „ახალგაზრდა ხელოვანთა გილდიის“ ეგიდით იმართება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოამბე