ლევან ვასაძის განცხადება გამოძიების საგანი ხდება. „თბილისი პრაიდის“ აქტივობების ჩასაშლელად დაანონსებული ე.წ. სახალხო რაზმების ფორმირებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონდარღვევის ნიშნებს ხედავს. ძიება უკანონო ფორმირებების შექმნის, მათში გაწევრიანების და ხელმძღვანელობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დაიწყო დაკითხვებიც. პოლიციის სამმართველოში უკვე დაიბარეს გუშინდელი აქციის ორგანიზატორები და ვასაძის თანამოაზრეები – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, რომლებიც „თბილისის პრაიდის“ ჩაშლით იმუქრებიან და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც არ გამორიცხავენ. დაანონსებული გეგმის მიხედვით, დედაქალაქში პატრულირებას ე.წ. სახალხო რაზმები დაიწყებენ და ყველა იმ ადგილის ბლოკირებას მოახდენენ, სადაც ლგბტქ თემის წარმომადგენლები 28-დან 23 ივნისამდე დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას აპირებენ. დღის ბოლოს ლევან ვასაძემ გეგმა შეცვალა და ქუჩების პატრულირების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.