ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს სამი ადამიანი დაიკითხა. გამოძიება სუს-ი აწარმოებს. სამივე გამოკითხული პირი უკრაინაში მებრძოლი ქართველია. საქმე გრიფირებულია. შესაბამისად გამოკითხვიდან გამოსული პირები ვერ საუბრობენ რა შეკითხვები ჰქონდა მათთან გამოძიებას.