სუს-ის მიერ აღძრული რეზონანსული საქმის ახალი გარემოებები.
დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე. ის ერთ-ერთი მოწმეა ტერორიზმის და შეთქმულების მუხლებით აღძრულ საქმეზე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს. ხმალაძე ამბობს, რომ კითხვები დაუსვეს ოჯახზე, წარსულზე და უკრაინასთან კავშირებზე. მოწმე ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყების მხრიდან მისი დაბარება წინასაარჩევნოდ დაშინების მცდელობაა. იგივე პოზიცია აქვს მოწმის სტატუსით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულ კონსტანტინე ჯღამაიასაც, რომელსაც ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა სურს.