გამოძიება საარჩევნო დარღვევებზე

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოკითხვაზე დაბარებული ოპოზიციონერი ლიდერები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და კითხვებზე პასუხის გასაცემად მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არიან მზად. სანამ უწყების კითხვებზე უპასუხებენ და მტკიცებულებებს გააცნობენ, ოპოზიციის ლიდერებმა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკო-ში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინეს.

პარალელურად, მთავარ მოთხოვნად საგამოძიებო პროცესში სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართვა რჩება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამისთვის მხოლოდ ხელისუფლების ნებაა საჭირო. ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ პასუხობს იუსტიციის მინისტრი და ოპონენტებს ქვეყნის კანონმდებლობას ახსენებს.

ნათია ქენქაძე დეტალებით.