გამოცხადებული დროებითი ზავი და ომი უკრაინაში

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული დროებითი ზავის, უკრაინას და დასავლეთს არ სჯერა.

ოფიციალური კიევი და მისი პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ მოსკოვი 36-საათიან პაუზას ძალების მოსაკრებად და გადასაჯგუფებლად გამოიყენებს. უკრაინის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შობის დღესასწაულზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებში ტერაქტები მოაწყოს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.