მკაცრდება საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკა.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის კრიტიკის გარდა დასავლელი პარტნიორები მმართველი გუნდის ლიდერთა ანტიდასავლურ რიტორიკაზეც მიუთითებენ. საკმაოდ მწვავეა სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი განცხადება, სადაც ინიციატივა კრემლიდან ინსპირირებულად ფასდება. საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა ამერიკის ელჩის დღევანდელი კომენტარის იმ ნაწილსაც, სადაც მან ოფიციალური თბილისისთვის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დიალოგის შეთავაზებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს. მკვეთრად ნეგატიურია და კანონპროექტის გაწვევას ითხოვს თბილისში მყოფი ევროკომისიის მაღალჩინოსანიც. გზავნილი ერთია – უცხოელი პარტნიორები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პროექტს ევროპული გზიდან გადახვევად მიიჩნევენ.