გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია. დაჯილდოების ცერემონიალი შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა. თითოეულ გამარჯვებულს 150 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული. თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 1 ივლისს მეცამეტედ გამოცხადდა, პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. პროგრამის ფარგლებში ჯამურად 255 სტარტაპია დაფინანსებული.