პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ირაკლი ოქრუაშვილის საქმე განიხილეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პროკურატურას საქმის დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ეკა გიგაურის განცხადებით, ოქრუაშვილისთვის ბრალის წარსადგენად გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა.