„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა წყალტუბოს შემდეგ, კახეთში, სოფ. შილდში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს. „გამარჯვების პლატფორმამ“ დაიწყო სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები. „გამარჯვების პლატფორმის“ განცხადებით, ყველა სოფელში, სადაც მათი გუნდი ჩავა, სიმბოლურად აღმართავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშას, როგორც ევროპული, ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლოს.