„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის კამპანიის ფარგლებში, პენსიონერთა პირველი ფორუმი გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს კამპანიის ინიციატივები – საპენსიო სესხის გაუქმებასა და მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევაზე. ამასთან, დღევანდელ ფორუმზე გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში საპენსიო სესხების განულების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პენსიონერების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სამომავლოდ შესაბამის საკითხებზე აქტიურად იმუშავებს.