კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის „გამარჯობა რუბის“ ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია წიგნების ავტორმა და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებულმა ლინდა ლიუკასმა ჩაატარა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 80 მასწავლებელი ესწრებოდა. ახალი გამოცემა, რომელიც ოთხ წიგნს ერთ სახელმძღვანელოში აერთიანებს, ფინეთის შემდეგ, პირველად საქართველოში ComCom-ის მიერ ითარგმნა და ქართულ ენაზე გამოიცა. „გამარჯობა რუბის“ საშუალებით, პროგრამირებისა და კოდის წერის საწყისებს, საქართველოს 80 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები შეისწავლიან.