გალერეა “ოპიზარი” დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
დავით კვაჭაძის ფოტონამუშევრების გამოფენას დღეიდან სამხატვრო გალერეა “ოპიზარი” მასპინძლობს. ყოფილი სპორტსმენის, კრივში ევროპის ჩემპიონის შავ-თეთრი ნამუშევრების ნახვა მსურველებს საგამოფენო სივრცეში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
როგორც თავად მოყვარული ფოტოგრაფი ამბობს, ახალ ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილია ძველი ფოტოებიც, ძირითადად კი გრაფიკული ნამუშევრები და რამდენიმე პეიზაჟი.
დღეს ხელოვანს საქართველოს მხატვართა კავშირის სრულუფლებიანი წევრობის დამადასტურებელი ბარათი საზეიმოდ გადასცეს.