გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმმა პირვანდელი სახე აღიდგინა.
მარჯანიშვილის ოთხ ნომერში მდებარე 85-წლიანი ისტორიის მქონე შენობის რესტავრაცია დასრულდა. სპეციალისტები მუშაობის დროს საარქივო მასალებს ეყრდნობოდნენ, რადგან წლების განმავლობაში პოეტის საცხოვრებელ გარემოს ავთენტური სახე დაკარგული ჰქონდა.
განახლებულ მუზეუმში დიდი ქართველი პოეტის პირად ნივთებთან ერთად, გალაკტიონ ტაბიძის დღიურიდან ამოღებული გარკვეული მასალების გაცნობასაც შეძლებთ. რეაბილიტაციის ფარგლებში პოეტის შესახებ ინფორმაცია თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა. გალაკტიონ ტაბიძის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის მსურველებს მუზეუმში სტუმრობა ყოველდღე შეგიძლიათ.