საქართველოში პირველად ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზატორები გამოავლინეს.
24 წლის მამაკაცს და 27 წლის ქალს უმძიმესი ბრალდება აქვთ წარდგენილი. მათ შორის ერთ-ერთის ძმა პოლიციის თანამშრომელია, რომლის დანაშაულთან კავშირი ამ ეტაპზე არ იკვეთება, თუმცა მან სამინისტრო უკვე დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, ნაპოვნია ის ადგილები, სადაც ანონიმური რეალიზატორები ონლაინ-აპლიკაციის საშუალებით გაყიდულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს კლიენტებს უტოვებდნენ. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, გამსაღებლების მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის დარიცხვისთანავე კლიენტი შეძენილი ნარკოტიკების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ფოტოს საშუალებით იღებდა. ჯერ უცნობია, არის თუ არა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შორის ის ნივთიერებაც, რომელმაც ბოლო ორ კვირაში, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.