გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ნიკა მელია არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა გახდეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მელია აცხადებს, რომ ეს თემა სუსი-ს მიერ არის შეთხზული და მიზნად ისახავს გადაიფაროს საერთაშორისო სკანდალში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გახვევა. საკითხზე საქართველოს პირველ არხთან კომენტარი არ გააკეთა თავად გიორგი მარგველაშვილმა.