გახარია-სტოლტენბერგის შეხვედრა

გზავნილები ბრიუსელიდან.

იენს სტოლტენბერგის პოზიტიური შეფასება საქართველოს. ნატოს გენერალური მდივანი ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიის განვითარებაზე საუბრობს. გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად დაასახელა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ნატოს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილების, შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის დეტალებს გენო ოსიყმაშვილი გაგვაცნობს.