პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განათლების სამინისტროს მოუწოდებს სრულად გასცეს პასუხი სადეპუტატო კითხვას – თუ როდის დასრულდება სკოლების რეაბილიტაცია და რა თანხა უჯდება სახელმწიფოს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მათი თქმით, განათლების სამინისტრო ხარჯებთან დაკავშირებით მალავს ინფორმაციას და ეს კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართავენ განათლების სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედონ სკოლებში ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროექტი.