კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პირისპირ მორიგი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და კონსულტაციები გაგრძელდება.