გაერთიანდებიან თუ არა მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. გაერთიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხარეები პრეზიდენტის სასახლეში გამართული დისკუსიის შემდეგ მიიღებენ.
სალომე ზურაბიშვილის მედიაციით დაწყებული პროცესი წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციონერი ლიდერების წინასაარჩევნო ერთობას ისახავს მიზნად, თუმცა გიორგი გახარია შემხვედრ ნაბიჯს ახლა „ლელოს“ გარშემო შექმნილი ერთობისგან ელოდება. პარტიაში ამბობენ, რომ წევრებთან ჯერ ტექნიკურ საკითხებზე უნდა შეთანხმდნენ.