გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების მცდელობამდე იყო საჯარო დაპირისპირება.
უთანხმოება სათავეს ჯერ კიდევ 2019 წლიდან იღებს. ანუ იმ პერიოდიდან, როცა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა. უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდების წარდგენის შემდეგ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ხელისუფლების მწვავე კრიტიკა დაიწყო, მძიმე განცხადებების მთავარ ადრესატად კი სწორედ გახარია იქცა, რომელსაც ხაზარაძე მუქარის შემცველი წერილის გაგზავნაში ადანაშაულებდა. ოპოზიციაში წასული ბიზნესმენი შინაგან საქმეთა ექს-მინისტრს და ყოფილ პრემიერს ბრალს სდებდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაშიც, იყო სხვა საკმაოდ მძიმე ბრალდებები და შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც. თუმცა მოახლოებულმა არჩევნებმა „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ ლიდერების გზები შესაძლოა გადაკვეთოს. სწორედ წარსული დაპირისპირების გათვალისწინებით გაერთიანების მცდელობას პოლიტიკურ წრეებში სკეპტიკურად უყურებენ. პრეზიდენტის შუამავლობით დაწყებული პროცესი ხელისუფლებისთვის გარედან მიღებული დაკვეთაა.