საქართველოს პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ.
დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების შემდეგ პოლიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდნენ. სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და გიორგი გახარიას პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არჩევანი გაუადვილდეს.