„გაიკეთეთ პირბადე“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

შექმნილ ვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს მოქალაქეობრივი თვითშეგნება.

დახურულ და ზოგჯერ ღია სივრცეშიც პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება ვირუსული ინფექციის გავრცელების შეჩერების და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან აცილების მთავარი საშუალებაა, რადგან პირბადით დაავადებულთან ახლო კონტაქტისას ინფექციის გადადების რისკი მინიმუმამდე მცირდება. დღეს, როცა ეკონომიკა გახსნილია და საკარანტინო ზომების ამოქმედება აღარ განიხილება, სულ უფრო მკაცრდება ეპიდემიოლოგების ტონი ამ ორი წესის დასაცავად და ყოველდღიურ ცხოვრებაში დასანერგად. შედარებისთვის, ზუსტად ორი კვირის წინ, ანუ 8 სექტემბერს, ქვეყანას 363 ინფიცირებული ჰყავდა, დღეს ეს მაჩვენებელი 2 300-მდეა გაზრდილი.