ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და რეჟისორი თბილისში დადგმული არაორდინალური თეატრალური წარმოდგენის მთავარი გმირი იქნება.
ლოურენს ოლივიეს პრიზის მფლობელი გაი მასტერსონი ქართულ-ბრიტანულ სპექტაკლში აპირებს მონაწილეობას, რომელსაც რეჟისორი მიშა ჩარკვიანთან ერთად დადგამს.
იდეა მაშინ გაჩნდა, როცა მასტერსონს ქართველი პოეტის – ხათუნა წულაძის ინგლისური ლექსები გააცნო. 60-წუთიანი სპექტაკლი „I’ll Tell the World“ სწორედ ამ ლექსებზე იქნება აწყობილი და მას პირველად ედინბურგის ფრინჯის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგენენ.