5 ოქტომბერი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გაგრის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. ადგილზე მათ 1992 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.