ევროპაში საპროტესტო ტალღა იზრდება.
ფერმერების გამოსვლების შემდეგ პროტესტი თითქმის ყველა სფეროზე გავრცელდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გერმანიაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები გაიფიცნენ. გერმანიის დიდი ნაწილი ავტობუსების და ტრამვაის მძღოლების და მეტროს მემანქანეების აქციებმა მოიცვა. პროტესტია ქვეყნის საავიაციო და სამედიცინო სფეროშიც. საპროტესტო მღელვარებაა ფინეთშიც, სადაც შრომით კანონმდებლობას თითქმის ყველა დარგის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გადახედვა – ყველა აქციაზე ერთი და იგივე მოთხოვნა ისმის.