გაფიცვა საბერძნეთში

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საბერძნეთის დედაქალაქში პოლიციას და მასწავლებლებს შორის ორი დაპირისპირება მოხდა.

მიზეზი მთავრობის ახალი კანონპროექტია, რომლითაც იცვლება დასაქმების რეგულაციები. საპროტესტო აქციებზე მომხდარი დაპირისპირებისას ორი მასწავლებელი დაშავდა. პოლიციას არც ერთი დემონსტრანტი დაუკავებია, თუმცა საბერძნეთის სახელმწიფო წესრიგის მინისტრმა თქვა, რომ სამართალდამცველებმა მასწავლებლების მიმართ ძალას გადაამეტეს.