გაფიცვა ხარაგაულში

გაფიცვის მესამე დღე ხარაგაულში. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მოთხოვნები უცვლელია. სახელფასო დავალიანების დაფარვისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვამდე დასაქმებულები სამუშაოებს არ დაუბრუნდებიან. ადგილზე არსებული ვითარება დღეს შრომის ინსპექციამ შეისწავლა. გაფიცულებთან რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ირმა ჭოლაძე გაგვაცნობს ხარაგაულში არსებულ ვითარებას.