საფრანგეთის შემდეგ მასობრივმა აქციებმა დიდი ბრიტანეთიც მოიცვა.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქუჩაში დგანან და მაღალი ინფლაციის ფონზე ანაზღაურების მატებას მოითხოვენ. გაფიცულია სკოლების და უნივერსიტეტების ათასობით თანამშრომელი. მათ სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეები და მძღოლებიც შეუერთდნენ. ხელისუფლების შეთავაზება და ხელფასების ზრდის გეგმა გაფიცულებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საპროტესტო ტალღა მომავალ კვირას კიდევ უფრო გაფართოვდება. გაფიცვისთვის ემზადება ჯანდაცვის სფეროც.