გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. მანამდე კი დისკუსია უკვე შედგა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან. მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. დილიდან კი ბრიტანეთს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

ჯეიმს კლევერლი დღესვე ჩავა საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.