გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ტოვებს 

47-წლიანი მოკავშირეობა დასრულდა.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან დღეს ოფიციალურად გადის. გაერთიანებული სამეფო გაერთიანებას ბრექსითის იმ შეთანხმების სახეცვლილი ვარიანტით ტოვებს, რომელიც მანამდე ბრიტანელმა კანონმდებლებმა სამჯერ ჩააგდეს და რომელმაც წინა ორ პრემიერს გადადგომა აიძულა. რამდენჯერმე გადადებულ პროცესს დღეს, დიდი ბრიტანეთის დროით 23 საათზე, საბოლოოდ დაუსვამენ წერტილს.

განშორების ისტორიულ დღეს ლონდონში პომპეზურად აღნიშნავენ. თუმცა ბრექსითის მომხრეებთან ერთად ლონდონში ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგეებიც იკრიბებიან. თავის დროზე პოლიტიკურ განქორწინებას რეფერენდუმში მონაწილეთა 48%-მა არ დაუჭირა მხარი.

ლევან ახალაია გვეტყვის, რა იცვლება დღეიდან ევროკავშირ-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაში.