გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საარჩევნო გარემო და შემდგომი სამართლებრივი პროცედურები იყო.
ოპოზიციამ დიპკორპუსს ინფორმაცია არჩევნების შემდეგ არსებულ ვითარებაზეც მიაწოდა.