გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისა და კათოლიკოს პატრიარქის შეხვედრა
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ. საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, “ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მის უწმინდესობასთან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და მის მშვიდ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ასევე, ვაშაძის განცხადებით, პატრიარქი დაინტერესდა, თუ რას აპირებს ოპოზიცია ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დასანგრევად. სწორედ ამ ფრაზას გამოეხმაურა საპატრიარქო.
მათი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ეს არის შეხვედრის ვაშაძისეული ინტერპრეტაცია.