კენჭისყრის დღეს, საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია, 20 ათასი ადამიანის მობილიზებას გეგმავს. „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანზე არის მზაობა, რათა არჩევნები არ გაყალბდეს. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ეს განცხადება დღეს გაერთიანების ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.