გაერთიანებული ოპოზიციის განცხადება

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელის შეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ მოუწოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები და არ დაარღვიონ კანონი.

გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა.