გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში მომხდარს ეხმაურება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თანამოაზრეებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, რადგან შენობა, რომელსაც საღებავი შეასხეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ამასთან, გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, ინცინდენტის მონაწილე პირები, კანონის შესაბამისად დასაჯონ.
ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მომავალი კვირიდან საპროტესტო აქციებს რეგიონებშიც გამართავენ, მათ შორის იქნება ქუთაისიც.