ოპოზიციონერმა ლიდერებმა საკუთარი სამოქმედო გეგმა მხარდამჭერებს გუშინ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გააცნეს. გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია მეორე ტურის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
დაანონსდა საპროტესტო აქციის გამართვაც. საკონცერტო დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.