გაერთიანებული ოპოზიცია ბერლინში შეხვედრებს მართავს

გაერთიანებული ოპოზიციის ვიზიტი ბერლინში გრძელდება.

გაერთიანების ლიდერები – გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ბუნდესტაგის წევრ მატერნ ვონ მარშალს და „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირის სპიკერს, ევროპასთან ინტეგრაციის ფრაქციის წარმომადგენელს, ქრისტოფ პლოსს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ოკუპაციასა და მის თანმდევ საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, ქვეყნის საგარეო ორიენტირებზე.

საუბარი შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიის მოსამზადებელ ეტაპს.