ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა ამ ეტაპზე უშედეგოა.
ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის ინიციატივას სკეპტიკურ რეაქციებთან ერთად, პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა და მწვავე ურთიერთბრალდებები მოჰყვა. წარსულში პოლიტიკური პარტნიორები დღეს ერთმანეთს აღარ ენდობიან და ერთობისადმი საკუთარ სკეპტიკურ დამოკიდებულებას უნდობლობის ფაქტორით და ძველი შეცდომებით ხსნიან. ძირითადად აქცენტი 2020 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე კეთდება, როცა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ჩამოყალიბებული ოპოზიციური ერთობა მალევე დაიშალა. ოპოზიციური პარტიების ერთ სუბიექტად გაერთიანება და პრაიმერიზი ერთიანი საარჩევნო სიის შესადგენად – გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურა გირჩი ჯაფარიძის შეთავაზება ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის გაუგებართან ერთად, არასერიოზულიც აღმოჩნდა.