გაეროს პროექტი საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობასთან ერთად, 5,5 მილიონ დოლარს საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარებისთვის გამოყოფს.  ახალი ინიციატივა, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მხარს უჭერს.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

ახალი ინიციატივის წარდგენის შემდეგ, ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. რომელშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ, საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულებაა შეჯამებული.